შევაჩეროთ ანექსია

დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ… ვისმენთ მრავალ მოსაზრებას, ვასწავლით სკოლაში, ვმსჯელობთ….
ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ ვახერხებთ… სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ..
ჯერ აფხაზეთი, შემდეგ ე.წ სამხრეთ ოსეთი
ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რუსეთის იმპერიის ინტერესების გააქტიურება საქართველოში დაიწყო ჯერ კიდევ ივანე მეოთხე მრისხანეს პერიოდში (მე-16 საუკუნე) შემდეგ ირანის შისიტ ”მიგვივიწყა” , პეტრეს დროს (მე-18 საუკუნე) პირველად მოგვატყუა რუსეტის იმპერია, დატოვა ვახტანგ მეექვსე დახმარების გარეშე მტრის წინააღმდეგ განჯას, სწორედ ამ სტუაციის გამო ქართლი უმეფოდ დარჩა (ვახტანგ მეექვსემ რუსეთს მიაშურა, მემკვიდრე ბაქარიც თან წაიყვანა, მეტიც განატლებული ადამიანებიც თან წაიყოლა) რაღა დაგიმალოთ და ყველამ კარგად იცის მეფეს პეტერბურგში სიხარულიტ არავინ შეხვედრია, ისიც ვიცით საგანმანატლებლო საქმეს კი ეწეოდა ვახტანგ მეფე რუსეთსი, მაგრამ ქართლი ოსმალებმა და ყიზილბაშებმა გაავერანეს … მოგვიანებით ერეკლე მეფის დროს რუსეტის ინტერესი ყველაზე აქტიურია … ერეკლეს ”გეორგიევსკის ტრაქტატი ” არ ნიშნავდა ანექსია ბრალეულობა 1799 წლის ტრაქტაის შეცვლაში უფრო ჩანს … გიორგი მე-12 დარწმუნებულია ”რუსეთის ერთგულებაში” მიიცვლა და ფიქრობდა ჩემს შვილს ტახტს ვუტოვებო, მაგრამ… რუსეთის იმპერიის ნდობა განა შეიძლებოდა? განა მან 1795 წელს ერეკლე მეორეს ერთი აჯრისკაცი მაინც მიაშველა სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში ? ეს ხომ ფაქტია, რომ არა თუ არ მიაშველა, ”შეშფოთებაც” არ გამოხარა… 6 წელიწადში კი ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და გუბერნიად, საკუთარ პროვინციად აქცია… აქედან ისწყენა ყველაზე ტკივილიანი ისტორია, აქედან დავიწყებთ ჩვენს მასალების მოწოდებას…
ვისწავლოთ კარგად წარსული, ვეძებოთ მიზეზები ჩვენი დაქსაქსულობისა, დავუკვირდეთ იმ შეცდომებს , რომელიც არსებობდა და ახლაც არსებობს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში , ვეცადოთ გამოვიდეღ ჩიხიდან, დაკარგული ტერიტორიები ჩვენ უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ რა იყო საუკუნეების წინ ,რითი დაიწყო ქვეყნის ანექსია.. ასევე შევეხებით ყველაზე მტკივნეულ თემას-რეპრესიებს , გავიხსენებთ იმ ადამიანებს , ვისი სიცოცხლეც ამ რეპრესიებმა შეიწირა…